Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2024 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, სახელმძღვანელოებისა და მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების პრეზენტაცია

2025 წლის 20 თებერვალს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა 2024 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, სახელმძღვანელოებისა და მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების პრეზენტაცია. ღონისძიებაზე მომხსენებლებმა წარადგინეს გასული წლის განმავლობაში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ კონკურსების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ნაწილი.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის სახელმძღვანელოს „საქართველო მსოფლიო ისტორიულ-გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში“, ასევე ასოცირებული პროფესორის, კახა ქეცბაიას სახელმძღვანელოს „სოციოლოგიის შესავალი” და ასოცირებული პროფესორის, ნათია კუპრაშვილის სახელმძღვანელოს „ონლაინმედია“.

კვლევის შედეგები წარმოადგინეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებმა: დიმიტრი შავლოხაშვილმა „2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: საზოგადოებრივი მოლოდინების შესწავლა ქალაქ გორის მაგალითზე“, თამარ კირკიტაძემ „შრომითი მიგრაციის გამომწვევი მიზეზები გურიის რეგიონის მაგალითზე და მათი ასახვა ადგილობრივ  მედიაში“ და ვანო გომურაშვილმა „ინკლუზიური უმაღლესი განათლების პოლიტიკა საქართველოში: უნივერსიტეტების შედარებითი ანალიზი და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობა”.

მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებიდან კი წარმოდგენილი იყო 4 კვლევა:

  • „საქართველოს რეგიონების საზოგადოებრივ-გეოგრაფიული ელექტრონული  ატლასი.“ ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გიორგი კვინიკაძე; თანახელმძღვანელი: პროფესორი თამარ დოლბაია;
  • „საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: ელექტორალური ქცევის რეგიონალური თავისებურებები.“ ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი გოგსაძე;
  • „საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება სკოლებში: მიზნები და შედეგები.“ ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე შუბითიძე;
  • „სოციალური მუშაობის თავისებურებები საქართველოში.“ ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თამარ მახარაძე.